воскресенье, 27 апреля 2014 г.

დღე მე-6
დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე, გავეცანით მოსწავლეზე ორიენტირებულ შეფასებას, მისი დაგეგმვის ცხრილს, შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცისს ნაშრომის შეფასების რუბრიკა. გავაგრძელეთ პროექტის გეგმის პროცედურების ჩამოთვლა,
 მე ძალიან მომეწონა ბლოგზე პრეზენტაციის ჩაშენება, რადგან აქამდე ვაკეთებდი თუმცა არ მომწონდა, გმადლობთ!!!!

суббота, 26 апреля 2014 г.

დღე მეხუთე

ჩვენ გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში. ჩვენი ნამუშევარი ავტვირთეთ დრაივზე. ასევე შევქმენით დოკუმენტი სადაც მივუთითეთ გამოყენებული ლიტერატურა

суббота, 12 апреля 2014 г.

დღე მეოთხე

ვისწავლეთ დრაივი ავტვირთეთ გეგმები და ერთმანეთის მიმართულების საკვანძო კითხვებს გავუკეთეთ კომენტარები. გავეცანით მეორე მოდულის მესამა აქტივობა. დავწერეთ შეფასების დრიოის ჩარჩო. ჩემთვის საინტერესო იყო შეფასების დროის ჩარჩო რადგან მოსწავლეთათვის დაიდი მნიშვნელობა აქვს შეფასებას და თუ მათთვის გავშლით ამ შეფასებებ განმავიტარებელ და განმსაზღვრელს უფრო ნათელი გახდება. საჭიროების შეფასებისთვის შევქნენით ნიმუში. შევქმენით პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია სადაც ჩავსვით შეფასების დოკუმენტები.
დავალება!!!!!! პროცედურების ჩამოწერა

среда, 9 апреля 2014 г.

დღე მესამე


გავეცანით ერთმანეთის ბუკლეტებს, გადავხედეთ ჩვენს სტანდარტებს და შევამოწმეთ რამდენად გვაქვს მაღალი დონის სააზროვნო კითხვები შერჩეული. ამ ყველაფერში დაგვეზმარე განახლებული ბლუმის ტაქსონომიის ზმნები. დავწერეთ პროექტის მიზნები და ამოცანები. ამოცანა არ უნდა იყოს ბუნდოვანი და უნდა შეიძლებოდეს მისი შეფასება. გავეცანით პრეზენტაციას მიმართულების მიმცემი კითხვების შესახებ და მათი დახმარებით ჩამოვწერეთ ჩვენი პროექტს შესაბამისი კითხვები.

воскресенье, 6 апреля 2014 г.

დღე მეორე

კომენტარები გავუკეთეთ ერთმანეთის ბლოგებს, მოვისმინეთ სამუშაო გეგმების იდეები და მივიღეთ საინტერესო კონსულტაციები. შევავსეთ ჩვენი იდეების მიხედვით პროექტის გეგმა, მივუთითეთ ეროვნული სასწავლო მიზნები და შედეგები, რაც განვახორციელეთ განათლების სამინისტროს გვერდიდან გადმოწერის საშუალებით. ასევე გავაკეთეთ სარეკლამო ბუკლეტი რომელშიც ავტვირთეთ საინტერესო ფოტოები, მომლების გადმოვწერეთ საძიებო სისტემა google.ge -დან. საინტერესო დღე გამოვიდა, ჩემთვის სირთულე არ ყოფილა არაფერში, გმადლობთ!

суббота, 5 апреля 2014 г.

გამარჯობა ჩემო სტუმარო, კეთილი იყოს შემი მობრძანება!!

დღე პირველი

გავეცანი ინტელის სასწავლო კურსს. გავეცანი მოდულებს და მათი გამოყენების გარკვეულ დეტალებს. ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაფერი გასაგებია და მაქვს სურვილი განვახორციელო  პრაქტიკაში. ამიტომ დიდი ინტერესით და მონდიმებით ველი შემდეგ მეცადინეობებს. გამიჩდა იდეაც  და ვეცდები განვახორციელო. დიდი მადლობა